კოსოვოს ადმინისტრაციამ რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
კოსოვოს ადმინისტრაციამ რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც უკრაინული მედია კოსოვოს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ადასტურებს, რომ დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა. ასევე, მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.
კოსოვოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.