კორი სანდჰაგენმა მარლონ მორაესი ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
აბუ დაბიში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი შედგა. ქართველი გულშემატკივრებისთვის აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებული იყო. ილია თოფურიამ და გიგა ჭიკაძემ საკუთარი ბრძოლები მოიგეს.
ქარდის მთავარი ორთაბრძოლა ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში შედგა. მარლონ მორაესი კორი სანდჰაგენს დაუპირისპირდა და მეტოქესთან მეორე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დამარცხდა.
ედსონ ბარბოსამ მოგების გემო გაიხსენა. ბრაზილიელმა დამრტყელმა მაკვან ამირხანი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მარცინ ტიბურამ ბენ როთველს სძლია.
დრიჩუს დუ პლესისმა ნოკაუტით მოუგო მარკუს პერეზს.
ტომ ასპინალმა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება ალან ბაუდოსთან მოიპოვა.
ტომ ბრიზმა კეი ბი ბულარს სძლია.
კრის დაუკაუსმა როდრიგო ნასიმენტოს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.
ჟუაკინ ბაკლიმ სუპერ ეფექტური ნოკაუტით სძლია იმპა კასანგანაის.
ტონი კელის გამარჯვება ალი ალქაისისთან მსაჯებმა ერთსულოვნად დააფიქსირეს.
ტრეისი კორტეზმა სტეფანი ეგერი დამაჯერებლად დაამარცხა.
ტაგირ ულანბეკოვმა კი სადებიუტო ბრძოლაში ბრუნო სილვას წინააღმდეგ გაიმარჯვა.