მარლონ მორაესი კორონავირუსით დაინფიცირდა
მარლონ მორაესი კორონავირუსით დაინფიცირდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბრაზილიელი სპორტსმენი მარლონ მორაესი კორონავირუსით დაინფიცირდა, – იუწყება ESPN.

ვირუსი დაუდასტურდა სპორტსმენის მეუღლესაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში მარლონ მორაესისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირება იგეგმებოდა, მათ შორის გამარჯვებულს კი, დიდი ალბათობით, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიეცემოდა.

32 წლის მორაესის ანგარიშზე 23 გამარჯვება, ექვსი მარცხი და ერთი ფრეა. სპორტსმენმა უკანასკნელი ბრძოლა UFC 245-ზე გამართა და თანამემამულე, ბრაზილიელი ჟოზე ალდო მსაჯთა გადაწყვეტილებით  დაამარცხა.