ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე

14:35, 12.10.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე, რომელიც აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე შედგა გულშემატკივარმა არაერთი დასამახსოვრებელი „ფინიში“ იხილა.

ჟუაკინ ბაკლიმ UFC-ის ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე შთამბეჭდავი ნოკაუტი შეასრულა. მისი მეტოქე საკმაოდ ძლიერი, დაუმარცხებელი იმპა კასანგანაი იყო. ბაკლიმ ფეხით არნახული დარტყმა შემოგვთავაზა და საუკეთესო პერფორმანსისთვის $50 000 დოლარი მიიღო.

ასევე ბონუსი ერგო კორი სანდჰაგენს, რომელმაც ასევე ძალიან ეფექტური ნოკაუტით მოუგო მარლონ მორაესს.

$50 000 კიდევ ორ მებრძოლს გადაეცა. კრის დაუკაუსსა და ტომ ბრიზს.

მსგავსი