მარლონ მორაესი 19 დეკემბერს რობ ფონტს დაუპირისპირდება
მარლონ მორაესი 19 დეკემბერს რობ ფონტს დაუპირისპირდება

მარლონ მორაესმა რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა დათმო. ბრაზილიელმა ნოკაუტით წააგო კორი სანდჰაგენთან და სატიტულო რბოლას დროებით გამოეთიშა. როგორც ჩანს, მარლონს პოზიციების დაბრუნება მალევე სურს.

MMA Fighting იუწყება, რომ მორაესი 19 დეკემბერს, ლას ვეგასში რობ ფონტთან იბრძოლებს.

ფონტი ოქტაგონზე მიმდინარე წელს არ გამოჩენილა. მასაჩუსეტელმა ათლეტმა ბოლოს სერხიო პეტისი და რიკი სიმონი დაამაარცხა. სიმონთან ბრძოლის მეორე რაუნდში ფოტნმა ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას გადიოდა.

დანა უაიტს სურს, რომ 19 დეკემბრის ქარდზე საკუთარი ბრძოლა გურამ ქუთათელაძის გუნდელმა და მეგობარმა, ხამზატ ჩიმაევმაც გამართოს.

დატოვე კომენტარი