ალჯამეინ სტერლინგმა კორი სანდჰაგენი დაამარცხა
ალჯამეინ სტერლინგმა კორი სანდჰაგენი დაამარცხა

ალჯამეინ სტერლინგი მზადაა სატიტულო ბრძოლისთვის. სერა ლონგონის გუნდის წევრმა და მერაბ დვალშვილის თანაგუნდელმა დღეს, ლას ვეგასში უმნიშვნელოვანესი ბრძოლა კორი სანდჰაგენთან გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ალჯომ მეტოქეს პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით სძლია და სატიტულე ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გახდა. დიდი ალბათობით, სტერლინგი პეტრ იანსა და ჟოზე ალდოს შორის გამარჯვებულს შეხვდება

„ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. პეტრ იან, აჯობებს მოიგო შენი ბრძოლა, რადგან შენს დასამარცხებლად მოვდივარ“, – განაცხადა ბრძოლის დასრულების შემდეგ სტერლინგმა.

სანდჰაგენის დამარცხების შემდეგ ალჯომ ზედიზედ ხუთი მოგება დააგროვა.