სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე კოპა ლიბერტადორესზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. ეკვადორში გამართულ განმეორებით ნახევარფინალში „ბარსელონა გუაიაკილმა“ შინ 0:2 წააგო ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“. ორივე გოლი ბრუნო ენრიკემ გაიტანა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი ევერტონ რიბეირო იყო. ნახევარფინალის პირველი შეხვედრაც „ფლამენგოს“ 2:0 ჰქონდა მოგებული.
კოპა ლიბერტადორესზე ფინალი ბრაზილიური იქნება – „ფლამენგო“ „პალმეირასს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლის (0:0, 1:1) წყალობით დაამარცხა ბრაზილიის „ატლეტიკო მინეირო“.
კოპა ლიბერტადორესის ფინალი 26 ნოემბერს გაიმართება.