აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ტონი ფერგიუსონს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მიმართა:
„ჰაჰაჰაჰამ შენ იქნები სასტიკად ნაცემი, როდესაც მე შენამდე მოვაღწევ“.
შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონის ბრძოლა 9 მაისს არის ჩანიშნული. „ელ კუკუი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდება.
კონორ მაკგრეგორი და ტონი ფერგიუსონი მსუბუქ წონით დივიზიონში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა ამ ორი მებრძოლის ოქტაგონზე შეხვედრა აქამდე არასოდეს დაგეგმილა.