კონგოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა კონგოში, ქალაქ კინშასაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
სატვირთო ავტომობილი, რომელსაც სამშენებლო მასალები გადაჰქონდა, გზაჯვარედინზე ავტომობილებსა და ხალხს დაეჯახა.
თვითმხილველთა განცხადებით, სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა არ ამოქმედდა და სატვირთოს მძღოლმა მართვა დაკარგა.
დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები შიშობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. შეჯახების შედეგად, სატვირთოდან სამშენებლო მასალები ჩამოცვივდა და ხალხი მოიყოლა.