„კოლხეთის“ ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს ახალი მწვრთნელი წარუდგინა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ გულშემატკივრებს შეხვდა, სადაც გუნდის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი წარუდგინა.
შეხვედრა, რომელიც ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც გულშემატკივრებს მათთვის დაინტერესებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
„კოლხეთის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. აქვე აღსანიშნავია, რომ გუნდში ყოფილი მთავარი მწვრთნელები, დავით კვირკველია და კობა წიტაიშვილი რჩებიან.
ფეხბურთელობის დროს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონის“ ყოფილ ნახევარმცველს უთამაშია უნგრეთში, უკრაინასაა და აზერბაიჯანში. სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს მშობლიურ „ტორპედოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. 2013 წელს მარტვილის „მერანი“ ჩაიბარა. 2014 წელს ის „ზესტაფონში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2015 წელს „დინამო თბილისში“ გია გეგუჩაძის თანაშემწე გახდა.
ყველაზე დიდი წარმატებას ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელობის პერიოდში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთხელ მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ კი – საქართველოს თასი და სუპერთასი.