„რუსთავმა“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის გასვლითი შეხვედრა მოიგო და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
„რუსთავი“ ფოთის „პარკი-არენაზე“ გათამაშების აუტსაიდერს, “„კოლხეთი 1913“-ს ესტუმრა. ერთადერთი გოლი შეხვედრის დასაწყისში, მე-2 წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. 57-ე წუთზე, ბოლო იმედის ჯარიმისთის მასპინძელთა ლეგიონერი, პეტერსონ კაბორე მოედნიდან გააძევეს და ფოთელებმა ფარ-ხმალი დაყარეს – სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს.
„რუსთავმა“ 33 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა და 2 ქულით გაასწრო უშუალო კონკურენტ ბოლნისის „სიონს“ – ეს ორი გუნდი ერთმანეთს ლიგაში პირდაპირი წესით დასარჩენად ებრძვის.
„კოლხეთი 1913“-მა კი ლიგაში დარჩენის ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, 14 ქულით ბოლო ადგილზეა და დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგება სჭირდება, ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს. თუმცა, შესაძლოა, ამანაც არ უშველოს – ფოთელები „სამტრედიას“ ფინიშამდე სამი ტურით ადრე 7 ქულით ჩამორჩებიან.