„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ნარჩემაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მუდმივი ოპონირების რეჟიმი იქნება, უმრავლესობაში მისი ყოფნა მიუღებელი გახდება.
„თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ, მორალურად იქნება მიუღებელი ჩემთვის, რომ თან უმრავლესობაში ვიყო და თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა. ასე რომ უმრავლესობის დატოვებას არ გამოვრიცხავ”,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა ხუთმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.