კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ დაზვერვის სამსახურს დაფინანსება უნდა გაეზარდოს
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ დაზვერვის სამსახურს დაფინანსება უნდა გაეზარდოს

დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ დაზვერვის სამსახურს დაფინანსება უნდა გაეზარდოს.

კობა ნარჩემაშვილმა დაზვერვის სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა თავდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. დეპუტატის თქმით, დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი არ იმატებს, რაც გაუგებარია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

„მნიშვნელოვანია, ამ სამსახურის გაძლიერება და მისი სრულად გამოყენება. დაზვერვის სამსახურის მოთხოვნები დაკმაყოფილებული უნდა იყოს. სამსახურის დაფინანსებაში საოპერაციო ხარჯების გარდა, ისეთი ხარჯები უნდა იყოს შეტანილი, რაც სამსახურს ეფექტურობის გაზრდაში მოეხმარება“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, დაზვერვის სამსახურის დაფინანსება 13,5 მლნ ლარია.