კობა ნარჩემაშვილი - საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სერიოზული გამოწვევაა
კობა ნარჩემაშვილი - საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სერიოზული გამოწვევაა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სერიოზული გამოწვევაა.

როგორც ჟურნალისტებს ნარჩემაშვილმა განუცხადა, როცა ორ სახელმწიფოს შორის ასეთი სერიოზული კონფლიქტია და თან ასეთ ტერიტორიულ სიმჭიდროვეში, ქართული მხარე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, როგორც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში, ასევე მათი ინტერესების გათვალისწინება-არგათვალისწინების მიმართულებით.

„რეგიონულ პროექტებთან დაკავშირებით მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რადგან სამხრეთ კავკასიაში ასეთი მასშტაბის კონფლიქტი შეიძლება მძიმე შედეგების გამომწვევი იყოს. საერთაშორისო ვალდებებულები გვაქვს ტრანსპორტთან და ლოჯისტიკასთან მიმართებაში, მაგრამ ორივე სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ამას ჩვენთან მიმართებაში ორივე გაითვალისწინებს. ეს არ იქნება იოლი და ეს კონფლიქტი საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ძალისხმევით კონფლიქტი მალე დასრულდება, რადგან სამხრეთ კავკასიაში ვითარების ესკალაცია ამ დოზით არავის არ უნდა აწყობდეს“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.