კობა ნარჩემაშვილი – გიორგი გახარიას ადგილზე მე აუცილებლად გადავდგებოდი

12:11, 25.06.2019

გიორგი გახარიას ადგილზე მე აუცილებლად გადავდგებოდი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს მიდის ძალიან ცუდი პროცესი ცალკეულ პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვის, რამაც შესაძლოა, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის დემორალიზება გამოიწვიოს.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება გადარჩეს, არამედ იმიტომ, რომ ინსტიტუციებმა შეძლონ ფუნქციონირება. შსს-ს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და აუცილებელია მას ჯანსაღი ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ჩემი აზრით, გახარიას გადადგომა არის მოცემულობა, რომელიც შექმნა თავად „ქართულმა ოცნებამ“. „ოცნებამ“ აირჩია უკიდურესად დესტრუქციული ძალა მთავარ ოპონენტად და მასთან დაპირისპირებაში დაემსგავსა კიდეც წინა ხელისუფლებას. 20 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მსგავსი