კლეი ტომპსონმა 2.5 წელი უთამაშებლობისას ექვსი მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე აქტიური კარიერისას #1TVSPORT
„გოლდენ სტეიტის“ შემტევი მცველი კლეი ტომპსონი 2019 წლის ფინალური სერიის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე ოფიციალურ მატჩებში. მაშინ მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
2020 წელს მან მოახერხა ტრავმისგან აღდგენა, მაგრამ ვარჯიშზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ისევ გამოვიდა მწყობრიდან. ასე რომ, ტომპსონი ორწელიწადნახევარია ვერ ახერხებს თამაშს.
მიუხედავად ამისა, დროის ამ მონაკვეთში მან ექვსი მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე თავისი კარიერის აქტიურ პერიოდში.
როგორც Reddit NBA იტყობინება, მოედნის მიღმა გატარებულ დროში, კალათბურთელმა „გოლდენ სტეიტისგან“ 84.3 მილიონი დოლარი მიიღო. მანამდე კი მან უშუალოდ თამაშისას 78.8 მილიონი გამოიმუშავა.
ტომპსონის შემოსავალი კარიერის პირველ ნაწილში:
ახალბედას კონტრაქტი (2011/12-2014/15) – 9.9 მილიონი
მეორე კონტრაქტი (2015/16-2018/19) – 68,9 მილიონი
ასე რომ, 2019 წლის ფინალისთვის მან 78,8 მილიონი დაიმსახურა.
ტომპსონის შემოსავალი ტრავმების მიღების შემდეგ:
2019/20 – 32,7 მილიონი
2020/21 – 35,3 მილიონი
2021/22 – 16,2 მილიონი
ტომპსონის დაბრუნება მოედანზე 2022 წლის იანვარშია დაგგემილი – „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთ საშინაო მატჩში.