„გოლდენ სტეიტის“ შემტევი მცველი კლეი ტომპსონი გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშებზე დაუშვეს, – იტყობინება გამოცემა The Athletic.
წყაროს ცნობით, აღდგენის იმ ტემპის მიხედვით, რომელსაც ტომპსონი ბოლო პერიოდში აჩვენებს, მას ექნება შანსი მოედანზე შობამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თითქმის სრულად გამოტოვა ბოლო ორი სეზონი. 2019 წლის ივნისში მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გასული წლის ნოემბერში კი აქილევსის მყესის მძიმე ტრავმა მიიღო.