კლაუდიო რანიერი ფულჰემის ხელმძღვანელობასთა საკუთარ მომავალს გაარკვევს
კლაუდიო რანიერი ფულჰემის ხელმძღვანელობასთა საკუთარ მომავალს გაარკვევს

კლაუდიო რაინერი ფულჰემის ხელმძღვანელობას საკუთარ მომავალზე დაელაპარაკება.

ოთხშაბათს, პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, გუნდმა ისედაც რთული სიტუაცია კიდევ უფრო გაიუარესა, როდესაც საუთჰემპტონთან დამარცხდა და ახლა 10 ქულა აქვს აღმოსაფხვრელი, გასავარდნ ზონას რომ თავი დააღწიოს.

რანიერიმ გუნდში სლავიშა იოკანოვიჩი გასული წლის ნოემბერში შეცვალა, თუმცა მას შემდეგ გამართულ 17 მატჩში მხოლოდ სამი გამარჯვება დაუგროვდა.

პრემიერ ლიგის დასრულებამდე 10 ტური რჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფულჰემმა ჩემპიონშიფში დაქვეითება თავიდან აიცილოს.