„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდა #1TVSPORT
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდა #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მხარეებმა ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

69 წლის რანიერისთვის ეს პრემიერლიგის მეოთხე კლუბია სამწვრთნელო კარიერაში. მანამდე ის ავარჯიშებდა „ჩელსის“, „ლესტერსა“ და „ფულჰემს“. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო სერია A-ს კლუბი „სამპდორია“.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რანიერიმ ესპანელი ჩისკო მუნიოსი შეცვალა, რომელც 3 ოქტომბერს დაითხოვეს პოსტიდან. „უოტფორდმა“ პრემიერლიგის შვიდ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა და შვიდი ქულით გათამაშების ცხრილში მე-15 ადგილზეა.