ახალგაზრდა ვარ და კარიერის გაგრძელება მსურს - რანიერი ჰოჯსონის რეკორდს შეუტევს #1TVSPORT
ახალგაზრდა ვარ და კარიერის გაგრძელება მსურს - რანიერი ჰოჯსონის რეკორდს შეუტევს #1TVSPORT

უოტფორდის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის სჯერა, რომ შეუძლია ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონმა სამწვრთნელო კარიერა 73 წლის ასაკში დაასრულა (2 თვეში 74 წლის ხდებოდა).

რანიერი პირველ მატჩს „უოტფორდთან“ ერთად, შაბათს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს, თავის დაბადების დღემდე 4 დღით ადრე (70 წლის ხდება).

იტალიელმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა ამის შესახებ მედიასთანაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

„რატომაც არა? ახალგაზრდა ვარ და ჩემს ასაკს ვერ ვგრძნობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, თუ თავს კარგად ვიგრძნობ და შემეძლება ჩემი ენერგია ფეხბურთელებს გადავცე, მინდა, რომ კარიერა გავაგრძელო“.

კლაუდიო რანიერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედია. მან 2015-16 წლების სეზონში „ლესტერთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგის მოგება მოახერხა. „უოტფორდი“ მისი მე-4 ინგლისური კლუბია, „ლესტერის“ გარდა, აქამდე ის „ჩელსისა“ და „ფულემს“ წვრთნიდა.

დატოვე კომენტარი