კირ სტარმერი - პატივს ვცემ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდები მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობას
2024 წლის არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ეხმაურება.
„მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდები მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობას. ვიცი, რომ ისე, როგორც ის მოღვაწეობდა მთელი თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში, ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის საფუძველზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესო იქნება ამერიკელი ხალხისთვის“, – წერს კირ სტარმერი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.