კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აშშ და სამხრეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნიან
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აშშ და სამხრეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნიან

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აშშ და სამხრეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თავდაცვის განვითარების გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების განვითარება მხოლოდ თავდაცვის გაძლიერების მიზნით ხორციელდება, აშშ-ისა და სამხრეთ კორეიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა არ განიხილავს ვინმესთან ომის დაწყებას და სამხედრო შეიარაღების კუთხით გაძლიერება ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ესაჭიროება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, სამხრეთ კორეის შეუზღუდავი და სახიფათო ძალისხმევა, გააძლიეროს საკუთარი სამხედრო ძალები, ანადგურებს სამხედრო ბალანსს კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის არასტაბილურობასა და საფრთხეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა, რომელიც თავდაცვის ხუთწლიანი განვითარების გეგმაში შემავალი შეიარაღების სისტემის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს შორის შედის. ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, საკუთარი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა სამხრეთ კორეამაც, რომელიც წყალქვეშა ნავიდან იქნა გაშვებული. ბირთვული ქვეყნების შემდეგ, სამხრეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა წყალქვეშა ნავიდან.