კიევის „დინამოს“ მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ არ აპირებს კიევის დატოვებას - მე მხდალი არ ვარ #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კომენტარი გაუკეთა სიტუაციას უკრაინაში, სადაც ხუთშაბათს დილით რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
„უკრაინაში სპორტული აქტივობა 30 დღით შეჩერდა. მე არ დავტოვებ კიევს და არ დავბრუნდები რუმინეთში, მე მხდალი არ ვარ. იმედია, ეს უტვინო „დიდი“ ადამიანები შეაჩერებენ ამ ომს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა“, – მოჰყავს რუმინელი მწვრთნელის სიტყვები თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტ ემანუელ როშს.
ადრე გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამო, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო.