Dynamomania - გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ უნდა დაბრუნდეს #1TVSPORT
Dynamomania - გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ უნდა დაბრუნდეს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ იმ მოთამაშეთა სიაში მოხვდა, რომლებსაც იჯარის ვადა ამოეწურათ და კიევში უნდა დაბრუნდნენ, – ინფორმაციას Dynamomania.com ავრცელებს.

ქართველი ფეხბურთელის იჯარაში ​პოზნანისლეხმა“ გასულ ზაფხულს 100 ათასი ევრო გადაიხადა. თუმცა, სამწუხაროდ, მას პოლონეთში საქმე არ აეწყო, „ლეხში“ სათამაშო პრაქტიკა თავიდანვე არ ჰქონდა, ხოლო საგაზაფხულო ეტაპზე განაცხადშიც არ ხვდებოდა და ფორმის შენარჩუნებას გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში თამაშით ცდილობდა.

Dynamomania.com-ის ცნობით, იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც იჯარიდან დაბრუნდებიან, კიევის „დინამოს“ სრულფასოვანი გუნდის შეკრება შეუძლია. წიტაიშვილის გარდა, „დინამოში“ „ომონიიდან“ არტემ ბესედინი დაბრუნდება. ამის შესახებ კვიპროსის მედია იტყობინება. ასევე, ბერძნულმა პაოკმა-მა ტომაშ კეძიორასთან იჯარის დასრულების შესახებ განაცხადა.

საინტერესოა, რომ ასევე დაბრუნდებიან ვიტინიო (ბრაგანტინო), გერსონ როდრიგესი (ალ ვეჰდა), სიდკლი (ცსკა-1948), ფრან სოლი (მალაგა), მიკელ დუელუნდი (ორჰუსი) და კრისტიან ბილოვარი (აელ-ი).

სად გააგრძელებს კარიერას გიორგი წიტაიშვილი, ჯერ უცნობია და მასზეა დამოკიდებული. 22 წლის ფეხბურთელი ახლა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევრო 2023-ისთვის ემზადება და აქვს შანსი, თავი გამოიჩინოს და ევროპელი სკაუტები დააინტერესოს.

ფაქტია, რომ გიორგის კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს და მისი პოლონეთში, „ლეხში“ თამაშიც გამოირიცხა.