ლუკა სილაგაძემ კიევის „დინამოს“ გაუტანა  #1TVSPORT
ლუკა სილაგაძემ კიევის „დინამოს“ გაუტანა  #1TVSPORT

ლუკა სილაგაძემ კიევის „დინამოს“ ეფექტური გოლი გაუტანა ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც მისი გუნდი, ლატვიური „ლიეპაია“ 5:2 დამარცხდა.

თამაზ პერტიამ უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ ტესტმატჩში „ლიაპაიას“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ვაჟა ფაცაცია, ლუკა სილაგაძე და გიორგი კუცია, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე რატი არდაზიშვილი შევიდა.

კიეველებმა პირველივე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მინიმალური სხვაობით მოიგეს – 3:2, მეორე ტაიმში კი მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. ლუკა სილაგაძემ პირველი ტაიმის ბოლოს კიეველების კარის ახლო ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა და თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.

„კარგია, ლუკა! მაყურებელს ასეთი ლამაზი გოლები აღელვებს და აიძულებს, ტაშს დაუკრას“, – წერს „ლიეპაიას“ ოფიციალური ვებგვერდი.

მეორე ტაიმში „ლიეპაიას“ ქართველმა მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა და მოედანზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი გამოჩნდა. ქართველებიდან ლატვიურ გუნდში მხოლოდ ანდრია ხორხელს არ უთამაშია.