კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი - წიტაიშვილს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, მაგრამ გუნდის ამჟამინდელ სქემას ვერ მოერგება #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი - წიტაიშვილს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, მაგრამ გუნდის ამჟამინდელ სქემას ვერ მოერგება #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ხაცკევიჩმა იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი წიტაიშვილის დაბრუნების შანსს ვერ ხედავს.

„კიევის „დინამოს“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კითხვა დახურულია, არცერთი მათგანი არ დაბრუნდება. შესაძლოა, ჟერსონ როდრიგესის ოსტატობის დონე დღეს გუნდს გამოადგეს. რაც შეეხება უკრაინელ ფეხბურთელებს, შესაძლოა, მათგან შანსი მხოლოდ სერგეი ბულეტას ჰქონდეს.

რაც შეეხება წიტაიშვილს, ჩემთვის გიორგი ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ დღეს „დინამო“ ლობანოვსკის ფეხბურთზე გადავიდა – დაცვიდან შეტევისკენ სწრაფად მიემართება. თუ ლუჩესკუს დროს 4-2-3-1 სქემა დამკვიდრდა, ახლა შეტევისას 4-1-4-1 უფრო იკვეთება, ხოლო დაცვისას – 4-4-2“, – განაცხადა ხაცკევიჩმა „უკრფუტბოთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ბოლოს იჯარით ქართულ კლუბში, ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველ შემტევ ნახევარმცველს კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.