კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონიამ გერმანია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონიამ გერმანია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა. გერმანელებმა მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 1:0 მოიგეს.

იაპონიამ კი მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა, ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.

 

 

პირველი ტაიმი გერმანიამ გუინდოგანის მიერ რეალიზებული პენალტის წყალობით 1:0 მოიგო:

 

თამაშის ბედი მეორე ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში გადაწყდა – იაპონიის ნაკრებმა ორი სწრაფი შეტევა გოლებით დაასრულა:

 

E ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 23.11.2022 17:00 გერმანია-იაპონია 1:2
I ტური 23.11.2022 20:00 ესპანეთი-კოსტა რიკა :
II ტური 27.11.2022 14:00 იაპონია-კოსტა რიკა :
II ტური 27.11.2022 23:00 ესპანეთი-გერმანია :
III ტური 01.12.2022 23:00 კოსტა რიკა-გერმანია :
III ტური 01.12.2022 23:00 იაპონია-ესპანეთი :

 

E ჯგუფი
1 იაპონია 1 1 0 0 2-1 3
2 ესპანეთი 0 0 0 0 0-0 0
3 კოსტა რიკა 0 0 0 0 0-0 0
4 გერმანია 1 0 0 1 1-2 0