იაპონიის ნაკრების მწვრთნელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
იაპონიის ნაკრების მწვრთნელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, – ინფორმაციას იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ეს არის სამუშაო, რომელიც ყველაზე მეტად შთამაგონებს. ეს მაძლევს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალებას და ვამაყობ, რომ იაპონელი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, შეთავაზებაზე თანხმობა მეთქვა“, – განაცხადა მორიასუმ.

54 წლის სპეციალისტი იაპონიის ნაკრებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მუშაობს. მორიასუმ, ფეხბურთელის რანგში, 1992 წელს იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში აზიის თასი მოიგო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელები ჯგუფიდან გავიდნენ – მართალია, 1/8 ფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ, მაგრამ ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული სახელი დატოვეს.