შესაძლოა, ანდრეა პირლომ ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
შესაძლოა, ანდრეა პირლომ ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

„იუვენტუსის“, „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი ანდრეა პირლო ბელგიის ეროვნული გუნდის მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, – იუწყება TuttoMercatoWeb-ი.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, 43 წლის სპეციალსტი ბელგიის ნაკრების მწვრთნელობის პრეტენდენთა მოკლე სიაშია და თითოეულ კანდიდატთან უახლოეს პერიოდში გასაუბრება გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლო თურქულ „კარაგიუმრუკს“ წვრთნის და კლუბთან კონტრაქტი სწორედ ამ წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლაც ვერ მოახერხა, რაც მუნდიალის ერთ-ერთი სენსაცია იყო.