კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე – იაპონიამ გერმანია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა. გერმანელებმა მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს, გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 1:0 მოიგეს.
იაპონიამ კი მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა, ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი გერმანიამ გუინდოგანის მიერ რეალიზებული პენალტის წყალობით 1:0 მოიგო:
თამაშის ბედი მეორე ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში გადაწყდა – იაპონიის ნაკრებმა ორი სწრაფი შეტევა გოლებით დაასრულა:
E ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 23.11.2022 | 17:00 | გერმანია-იაპონია | 1:2 |
| I ტური | 23.11.2022 | 20:00 | ესპანეთი-კოსტა რიკა | : |
| II ტური | 27.11.2022 | 14:00 | იაპონია-კოსტა რიკა | : |
| II ტური | 27.11.2022 | 23:00 | ესპანეთი-გერმანია | : |
| III ტური | 01.12.2022 | 23:00 | კოსტა რიკა-გერმანია | : |
| III ტური | 01.12.2022 | 23:00 | იაპონია-ესპანეთი | : |
| E ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | იაპონია | 1 | 1 | 0 | 0 | 2-1 | 3 |
| 2 | ესპანეთი | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
| 3 | კოსტა რიკა | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
| 4 | გერმანია | 1 | 0 | 0 | 1 | 1-2 | 0 |