ხულენ ლოპეტეგი „რომას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
ხულენ ლოპეტეგი „რომას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი მთავარ კანდიდატად განიხილება „რომას“ დამრიგებლის პოსტზე. ესპანელ სპეციალისტს დიდი შანსი აქვს ჩაიბაროს კლუბი ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაშვების შემთხვევაში.

„რომას“ სავარაუდო მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სიაში ასევე შედიან: პაულუ სოუზა, ლეონარდო ჟარდიმი და ლორან ბლანი, – იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.
ლოპეტეგი წლევანდელი სეზონის მსვლელობისას გაანთავისუფლეს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, კერძოდ, ეს მოხდა ოქტომბერში „ბარსელონასთან“ 1:5 მარცხის შემდეგ.
„რომა“ ამ მომენტისთვის 24 ქულით მეშვიდე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში.