ფიფა-ს ვერსიით წლის მწვრთნელის პრიზზე ხუთი ნომინანტი დასახელდა
ფიფა-ს ვერსიით წლის მწვრთნელის პრიზზე ხუთი ნომინანტი დასახელდა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) შეარჩია ხუთი სპეციალისტი, რომლებიც ნომინანტები არიან წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე.

კანდიდატებს შორის მოხვდნენ: მარსელო ბიელსა (არგენტინა, ლიდსი), ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია, ბაიერნი), იურგენ კლოპი (გერმანია, ლივერპული), ხულენ ლოპეტეგი (ესპანეთი, სევილია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, რეალი).

2020 წელს, ბიელსამ „ლიდსი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა, ფლიკმა მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, ლოპეტეგიმ გაიმარჯვა ევროპის ლიგაზე, კლოპი და ზიდანი კი ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ.

ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები არიან: ლუის კორტესი (ესპანეთი, ბარსელონა), რიტა გუარინო (იტალია, იუვენტუსი), ემა ჰეისი (ინგლისი, ჩელსი), სტეფან ლერჩი (გერმანია, ვოლფსბურგი), ჰეგე რიისე (ნორვეგია, კვინერი), ჟან-ლუკ ვასორი (საფრანგეთი, ლიონი), სარინა ვიგმანი (ნიდერლანდების ნაკრები).

ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება, დაჯილდოვების ცერემონია კი 17 დეკემბერს ციურიხში გაიმართება.