ლოპეტეგი „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია
ლოპეტეგი „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია

„სევილიას“ მთავარი მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ, შესაძლოა, „ლიდსში“ მარსელო ბიელსა შეცვალოს.

როგორც ბრიტანულ პრესაში წერენ, არგენტინელ სპეციალისტს ჯერ არ გაუგრძელებია კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან. ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. ამასთან დაკავშირებით, „ლიდსის“ ხელმძღვანელობამ უკვე შეადგინა ბიელსას პოტენციური შემცვლელების სია. აღნიშნავენ, რომ ამ ჩამონათვალში სწორედ ლოპეტეგია პირველ ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა „ლიდსს“ 2018 წლის ივლისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით, კლუბმა პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. დღეისთვის, „ლიდსი“ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება.