„ბაიერნი“ მოურინიოსა და ლოპეტეგის მიწვევაზე ფიქრობს
„ბაიერნი“ მოურინიოსა და ლოპეტეგის მიწვევაზე ფიქრობს

„ბაიერნის“ დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე, გუნდის მთავარი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის შემცვლელის კანდიდატებს განიხილავს. როგორც ესპანური გამოცემა „დონ ბალონი“ (Don Balon) წერს, რუმენიგეს სიაში ორი ფავორიტია: ჟოზე მოურინიო, რომლის ბოლო კლუბი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ხულენ ლოპეტეგი, რომელიც ამ სეზონს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის სტატუსით იწყებდა, მაგრამ პოსტიდან დაითხოვეს.

იმ შემთხვევაში, თუ კოვაჩს „ბაიერნიდან“ გაუშვებენ, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი წინადადებით სწორედ ამ ორ სპეციალისტს მიმართავს.

გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად 1:3 წააგო „ლევერკუზენთან“,  მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ლიდერ „დორტმუნდთან“ შვიდი ქულას აგებს.