ლოპეტეგიმ „რეალს“ სასამართლოში უჩივლა
ლოპეტეგიმ „რეალს“ სასამართლოში უჩივლა

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ სასამართლოში უჩივლა მადრიდულ კლუბს და მისგან 28 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა, – წერს გაზეთი „ეი-ეს“ (AS). 52 წლის ესპანელი სპეციალისტი „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 2018 წლის ოქტომბერში დაითხოვეს.

როგორც იტყობინებიან, ლოპეტეგი ითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რომელიც მწვრთნელს კონტრაქტის გაწყვეტისას ეკუთვნოდა. ესპანელი უკმაყოფილოა, რომ „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირადად არ შეატყობინა მას განთავისუფლების შესახებ.

ლოპეტეგი „რეალს“ მხოლოდ ოთხი თვე ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით, მადრიდულმა კლუბმა 14 მატჩი ჩაატარა.