ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა გამოაქვეყნა ფეხბურთელების სია, რომლებიც მოემზადებიან ევროპის 2020 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი მატჩისთვის. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 21 და 27 მარტს, შესაბამისად, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ნაკრებებს შეხვდება.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები – ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა, ინგლისი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (რიეკა);
მცველები – დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში, თურქეთი), დეიან ლოვრენი (ლივერპული, ინგლისი), ტინ იედვაი (ლევერკუზენი, გერმანია), დუე ჩალეტა-ცარი (მარსელი, საფრანგეთი), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), მარინ ლეოვაცი (დინამო), ანტონიო მილიჩი (ანდერლეხტი, ბელგია);
ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), მილან ბადელი (ლაციო, იტალია), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), მარკო როგი (სევილია, ესპანეთი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (კალიარი, იტალია);
ფორვარდები – ივან პერიშიჩი (ინტერი, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე რებიჩი (აინტრახტი, გერმანია), მარკო პიაცა (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი), იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი, გერმანია).