ბრაზილიური „სანტოსი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. არგენტინელმა ხორხე სამპაოლიმ დატოვა ბრაზილიური კლუბი, რომელსაც 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში.
გასულ სეზონში „სანტოსმა“ სამპაოლის ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა – ჩემპიონ „ფლამენგოს“ 16 ქულით ჩამორჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ 59 წლის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
კარიერის განმავლობაში სამპაოლი რამდენიმე კლუბში მუშაობდა. ყველაზე მეტად მან გაითქვა სახელი „უნივერსიდად დე ჩილეში“, ჩილეს ნაკრებში, არგენტინის ნაკრებსა და „სევილიაში“ მუშაობით.