„მარსელის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გახდა
„მარსელის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გახდა

„მარსელის“ პრესსამსახურმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კლუბში საკადრო ცვლილებების შესახებ.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ხორხე სამპაოლი. არგენტინელთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

გარდა ამისა, ფრანგული კლუბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა ჟაკ-ანრი ეირომ. მის ადგილზე პაბლო ლონგორია მივიდა. ის პასუხისმგებელი იქნება კლუბის მართვაზე როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

აღნიშნავენ, რომ „მარსელის“ მფლობელი ფრენკ მაკორტი საფრანგეთში მომავალ კვირას ჩავა და შეხვდება გულშემატკივრებისა და ფანების დაჯგუფებათა ხელმძღვანელებს, რათა განიხილოს მათთან კლუბის განვითარების გრძელვადიანი გეგმები.

სამპაოლი ცნობილია „სევილიაში“, აგრეთვე, ჩილესა და არგენტინის ნაკრებებში მუშაობით.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს „მარსელი“ დატოვა პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა. მან უკმაყოფილება გამოთქვა კლუბის პოლიტიკის მიმართ.

დატოვე კომენტარი