99-ე წუთზე გატანილი გოლი - „პალმეირასმა“ კოპა ლიბერტადორესი მოიგო [ვიდეო]
99-ე წუთზე გატანილი გოლი - „პალმეირასმა“ კოპა ლიბერტადორესი მოიგო [ვიდეო]

ლიბერტადორესის თასის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიური კლუბები „სანტოსი“ და „პალმეირასი“ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩიც ბრაზილიაში, „მარაკანას“ ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე გუნდი მეტოქის კარის აღებას ამაოდ ცდილობდა და 99-ე წუთამდე ანგარიში ნულოვანი ფრე იყო.

პირველად, კოპა ლიბერტადორესის ფინალური შეხვედრების ისტორიაში გოლი მატჩის 99-ე წუთზე გავიდა. „პალმეირასს“ გამარჯვების მომტანი გოლი 85-ე წუთზე შემოსულმა ბრენო ენრიკემ მოუტანა.

საინტერესოა, რომ გამარჯვების მომტანი გოლის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, არასპორტული საქციელის გამო მსაჯმა „პალმეირასის“ მთავარი მწვრთნელი აბელ ფერეირა გააძევა.