ნეიმარი ბრაზილიურ „სანტოსში“ დაბრუნებას გეგმავს #1TVSPORT
ნეიმარი ბრაზილიურ „სანტოსში“ დაბრუნებას გეგმავს #1TVSPORT

საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ -ჰილალის“ თავდამსხმელის, ნეიმარის განცხადებით, 2025 წელს ბრაზილიაში დაბრუნებას აპირებს და სურვილი აქვს, „სანტოსს“ შეუერთდეს.

32 წლის ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ „სანტოსის“ შეხვედრას დაესწრო და დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება მატჩის შემდეგ გააკეთა.

ნეიმარი „სანტოსის“ რიგებში 2009-2013 წლებში თამაშობდა. შემდეგ ის „ბარსელონაში“ გადავიდა და ესპანური ფეხბურთის გრანდთან ერთად 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

2017 წელს ბრაზილიელი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟ-ს შეურთდა და ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ხოლო 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა.

არაბულ კლუბთან ნეიმარის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს სრულდება.