ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში „პალმეირასმა“ 3:0 სძლია „რივერ პლეიტს“
ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში „პალმეირასმა“ 3:0 სძლია „რივერ პლეიტს“

სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – კოპა ლიბერტადორესზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა არგენტინული „რივერ პლეიტისა“ და ბრაზილიური „პალმეირასის“ წყვილში.

ბუენოს აირესში „პალმეირასმა“ თითქმის გადაწყვიტა ამ ნახევარფინალური დაპირისპირების ბედი. ბრაზილიელებმა რონის (27-ე წუთი), ლუიშ ადრიანოსა (47) და ვინიას (62) გოლებით სტუმრად 3:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთიდან “რივერ პლეიტი” ათი ფეხბურთელით თამაშობდა – წითელი ბარათი მიიღო ხორხე კარასკალმა.

განმეორებითი მატჩი სან პაულუში 12 იანვარს გაიმართება.

მეორე ნახევარფინალში არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ და ბრაზილიური „სანტოსი“ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩი „ბოკას“ მოედანზე 6 იანვარს გაიმართება.