ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ღია თასის გათამაშებაზე, ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა შორის პირველი ადგილი თეოდორა კახიანმა დაიკავა. ნახვერაფინალში მან ანგარიშით 15-8 ანა აფრასიძე დაამარცხა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლიკა ჯიჯეიშვილს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ფინალში თამარ ჩარკვიანთან ანგარიშით 15-6 მოგების შემდეგ გავიდა. თასისთვის ბრძოლა დაძაბული გამოდგა. კახიანმა მეტოქეს 15-13 სძლია.