ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა #1TVSPORT
ფარიკაობა | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა #1TVSPORT

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ​ფარიკაობის საერთაშორის ფედერაციის (FIE) რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

29 წლის ბაზაძე კლასიფიკაციაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ სილაგის 23 ქულით ასწრებდა, განახლებულ რეიტინგში კი 66 ქულით დაწინაურდა – სანდროს 272 ქულა აქვს, ხოლო უნგრელს – 206. მესამე პოზიციაზე 144 ქულით იტალიელი ლუიჯი სამელეა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ქართველი ხმლით მოფარიკავე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, მან ტურნირზე ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.

სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.