ზედიზედ მეორედ – სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

20:12, 17.06.2023

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ნახევარფინალურ ეტაპზე მან თურქი ენვერ ილდირიმი (15:7) დაამარცხა, ხოლო ტურნირის ფინალში უნგრელ ანდრეას სატმარის (15:11) სძლია.

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსგავსი