ხმლით ფარიკაობაში საქართველოს თასის მფლობელები გამოვლინდნენ [ფოტო]
ხმლით ფარიკაობაში საქართველოს თასის მფლობელები გამოვლინდნენ [ფოტო]

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ღია თასის გათამაშებაზე, ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა შორის პირველი ადგილი თეოდორა კახიანმა დაიკავა. ნახვერაფინალში მან ანგარიშით 15-8 ანა აფრასიძე დაამარცხა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლიკა ჯიჯეიშვილს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ფინალში თამარ ჩარკვიანთან ანგარიშით 15-6 მოგების შემდეგ გავიდა. თასისთვის ბრძოლა დაძაბული გამოდგა. კახიანმა მეტოქეს 15-13 სძლია.

რაც შეეხება კაცთა ტურნირს, გადამწყვეტი შეხვედრა ბექა და სანდრო ბაზაძეებს შორის შედგა. ნახევარფინალში ბექა ბაზაძემ საბა სულამანიძე 15-9 დაამარცხა, სანდრომ კი ნიკა შენდელიას 15-8 მოუგო. ქალების მსგავსად, ფინალი აქაც დაძაბულად წარიმართა. ანგარიშით 15-14 გამარჯვება ბექა ბაზაძემ მოიპოვა.

ხვალ ასპარეზობა რაპირით ფარიკაობაში გაიმართება.