სანდრო ბაზაძე - 2023 წელი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეული იყო #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე - 2023 წელი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეული იყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტსმენთა დაჯილდოებაზე ნომინაციაში – „ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის“ – გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა.

ქართველი მოფარიკავისთვის 2023 წელი განსაკუთრებული იყო – წარმატებული სეზონის შედეგად მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დაწინაურდა და წლის საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა. ახლა მისი მიზანი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა.

„2023 წელი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეული იყო. შედეგებს ყოველთვის ვაჩვენებდი, მაგრამ გასულ წელს ეს ყველაზე მეტად და სტაბილურად შევძელი, ჩემი აზრით, მეტიც შემეძლო. ვფიქრობ, რომ ჯერ მაქსიმალური შედეგისთვის არ მიმიღწევია.

დარწმუნებული ვარ, წინ უფრო მეტი და უფრო დამაჯერებელი გამარჯვებები მელის. ვიშრომებ, რომ ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ვასახელო და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ბევრჯერ გავახარო.

რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი მიზანი მომავალ წელს პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთბ, ჩემი აზრით, ამის ძალა შემწევს“, – ამბობს სანდრო ბაზაძე.