ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანი 39:13 დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ბაქოში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 39:13 დაამარცხა.
ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან.
თამაშების განრიგი:
7 აგვისტო 13:30 | ლიეტუვა – საქართველო
9 აგვისტო 11:15 | საქართველო – სლოვენია
10 აგვისტო 13:30 | საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა