ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანი 39:13 დაამარცხა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანი 39:13 დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები ბაქოში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 39:13 დაამარცხა.

ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან.

თამაშების განრიგი:

7 აგვისტო 13:30 | ლიეტუვა – საქართველო

9 აგვისტო 11:15 | საქართველო – სლოვენია

10 აგვისტო 13:30 | საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა