ხელბურთი | ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ კლუბში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ კლუბ Tremblay Handball-ში გააგრძელებს.
ქართველი გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. ფრანგული კლუბი 1972 წელს დაარსდა და 2011 წელს მსოფლიო თასის ფინალისტი იყო, ხოლო 2017 წელს პროლიგის ჩემპიონი გახდა.
Tremblay Handball 2024-25 წლების სეზონიდან ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს და გუნდს ახალგაზრდა მოთამაშეებით აკომპლექტებს.