გერმანელი სამი ხედირა ტურინის „იუვენტუსში“ რჩება, იტყობინება „სკაი სპორტს იტალია“ (Sky Sports Italia). წყაროს ინფრმაციით, გერმანელი არსად არ მიდის და შემდეგ სეზოში იტალიური გრანდის ღირსებას დაიცავს.
მართალია, ბევრი ჭორები ვრცელდებოდა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ და გამოცემებშიც იწერებოდა, რომ ხედირა გუნდს დატოვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა და მან „იუვენტუსში“ დარჩენა არჩია.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ბოლო შეხვედრა ტურინელთა მაისურით რამდენიმე დღის წინ, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მან ერთი გოლის გატანაც მოახერხა.